19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებულმა, მოძრაობა ჯიუტის წევრმა, ისაკო დევიძემ წინასწარი დაკავების იზოლატორში მშრალი შიმშილობა დაიწყო.
"რუსული რეჟიმის მიერ, საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ მშრალ შიმშილობას.
რუსებმა რომ ვერ წაგვართვან სამშობლო, ყველამ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ. საქართველო გაიმარჯვებს". - წერია დევიძის Facebook-ზე.
ისაკო დევიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. გუშინ, 20 ნოემბერს, მას სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.





