ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.51 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.36 თეთრით. 21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7433 ლარია, ერთი ევროსი - 2.8862 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.78 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.94 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.75 ლარია, ევროსი - 2.90 ლარი.

მხოლოდ ოქტომბრის თვეში, ოფიციალურად, ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი გამართა და 213.4 მილიონი დოლარი გაყიდა.

კომენტარები