არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმე

ტურავა: საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტისა და ოპოზიციის სარჩელებს ერთად განიხილავს

constcourt.ge

პირველი არხზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად შევიდა და ამიტომ ერთად განიხილება.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსულია ორი სარჩელი. მოგეხსენებათ, ერთი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, მეორე საქართველოა პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის ავტორობით. ერთი სარჩელი, იცით, რომ უკვე დარეგისტრირებულია და გამოქვეყნებულია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე კანონით განსაზღვრულ ვადებში. რაც შეეხება მეორე სარჩელს, მეორე სარჩელი იყო ფოსტით გამოგზავნილი, შემოვიდა გუშინ, საორგანიზაციო დეპარტამენტი ამოწმებს მის ტექნიკურ მხარეს და ვფიქრობ, რომ დღის განმავლობაში დაადგენს, ხარვეზი ხომ არ აქვს რამე ამ სარჩელს, შემდგომ კი ამ სარჩელსაც დაარეგისტრირებს.

რაც შეეხება გაერთიანებას, რა თქმა უნდა, ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული და შესაბამისად, ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება. რასაც მე გადავხედე, შინაარსობრივად ისინი თითქმის, არა მთლიანად, მაგრამ ერთმანეთს ემთხვევა და აქედან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი მათი ცალ-ცალკე განხილვა. ჯერ რა თქმა უნდა, გაერთიანებული არ არის, იმდენად, რამდენადაც მეორე სარჩელი რეგისტრაციის შემოწმების ეტაპზეა. რეგისტრაციის მხრივ, პირველი სარჩელი სამი დღის ვადაში დარეგისტრირდა ყოველგვარი დარღვევის გარეშე. სამშაბათს შემოვიდა, უკვე გუშინ დარეგისტრირებული იყო.

რაც შეეხება მეორე სარჩელს, შემოვიდა გუშინ ფოსტით და ამოწმებს საორგანიზაციო დეპარტამენტი. რაც შეეხება ვადებს, ორივე სარჩელი დარეგისტრირების შემდეგ ერთობლივად გაივლის წარმოებაში მიღების ეტაპს, რომელიც არის პირველი. თქვენ იცით, განმწესრიგებელი სხდომის ფორმატით, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით, ასევე მხარეთა მონაწილეობის გარეშე." – განაცხადა ტურავამ.

საკონსტიტუციომ პრეზიდენტის სარჩელი ხმის ფარულობის და საყოველთაობის შესახებ გუშინ, 20 ნოემბერს დაარეგისტრირა.

კომენტარები