"პოლიციელებს აგინებდნენ ქალბატონები, რომლებიც დაკავდნენ ადმინისტრაციული წესით", - ამბობს საპატრულო პოლიციის ერთერთი სამმართველოს უფროსი TV პირველთან. მისივე მტკიცებით, პოლიციელებს სამხრე კამერები ჩართული ჰქონდათ და მტკიცებულებებს სასამართლოში წარადგენენ.
მას შემდეგ, რაც თსუ-სთან საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს, სამართალდამცველებმა რამდენიმე მომიტინგე დააკავეს. მათ შორის, მთავარი არხის ოპერატორი სერგი ბარამიძე. ასევე, კოალიცია ცვლილებებისთვის რამდენიმე წევრი.
ამას გარდა, ლელოს ერთ-ერთმა ლიდერის, ირაკლი კუპრაძის თქმით, "დაიჭირეს ჩვენი თანამებრძოლი მაია გოგიძე, ქალები დააკავეს, გათელეს, წააქციეს, ურტყეს".