არჩევნები 2024

გვარამია ოცნებას: მაინც მოგიწევთ არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გადაკარგვა

პარტიის თანათავმჯდომარეს ათობით პოლიციელი აკავებდა და ხელიდან გამოვგლიჯეთ. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მყავს დაკავებული და დაზიანებული. პარტიის აქტივისტები - ნაცემი და დაკავებული. მთავარი არხის მეგობარი ოპერატორი - ნაცემი და დაკავებული.

მიუხედავად ამისა, სრული სიმშვიდით და მწყობრი გონებით ვეუბნები ქოცებს: ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით. მაინც მოგიწევთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გადაკარგვა.

წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია.

კომენტარები