დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

Reuters: ბეირუთზე ისრაელის დარტყმის შედეგად დაიღუპა ჰეზბოლას პრესსპიკერი

Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, 17 ნოემბერს ბეირუთში, რას ალ-ნააბას რაიონში ერთ-ერთ შენობაზე ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მიერ მიტანილი საჰაერო დარტყმის შედეგად მოკვდა ჰეზბოლას მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მოჰამად აფიფი.

ამის შესახებ ინფორმაცია Reuters-ს ლიბანის უსაფრთხოებიდან ორმა წყარომ მიაწოდა. ჰეზბოლას მომხდარი ამ დრომდე არ დაუდასტურებია.

ლიბანის უსაფრთხოების წყაროების ინფორმაციით, შენობაში, რომელიც დარტყმის სამიზნე გახდა, ბაასის პარტიის ოფისებია განთავსებული. პარტიის ხელმძღვანელმა ლიბანში, ალი ჰიჯაზიმ ლიბანურ მაუწყებელს Al-Jadeed-ს უთხრა, რომ აფიფი ამ დროს შენობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით ლიბანურმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფიფი მოკლეს.

აფიფი დიდი ხნის განმავლობაში იყო ჰეზბოლას ყოფილი გენერალური მდივნის, ჰასან ნასრალას მედია მრჩეველი. აფიფი, ჰეზბოლას ტერორისტული დაჯგუფების მედიასთან ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელობის დაკავება,დე,  რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჰეზბოლას სატელევიზიო სადგურ ალ-მანარს.

კომენტარები