საფრანგეთი

საფრანგეთში რესტორანში მფლობელის შვილმა თანამშრომელი მძევლად აიყვანა

Ian Langsdon/AFP

საფრანგეთში, ისი-ლე-მულინოში ერთ-ერთ რესტორანში,  L'Olivier-ში, მფლობელის შვილმა თანამშრომლები მძევლად აიყვანა, შენობაში გამოიკეტა და ბარიკადები აღმართა. 

ამის შესახებ ცნობები ფრანგულ მედიაში ვრცელდება

მედიის ცნობით, რესტორნის მფლობელის შვილი დანით არის შეიარაღებული და თვითმკვლელობა სურს.

გამოცემა Le Figaro პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წინასწარ მონაცემებით, პირმა მძევლად 3 ან 4 ადამიანი აიყვანა. მისი მოთხოვნების შესახებ ჯერჯერობით უცნობია. 

AFP-ის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და პირთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

კომენტარები