ოკუპირებული აფხაზეთი

შედეგია საოკუპაციო მმართველობის – პაპუაშვილი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ნებისმიერი ასეთი ნაცრისფერი ზონა, რომელიც იქმნება საოკუპაციო რეჟიმის წყალობით, "არის წყარო დესტაბილიზაციის, ვინაიდან ეს არის არაფუნქციონირებადი ინსტიტუტების მქონე ტერიტორია". პაპუაშვილი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. 

"ეს არის შედეგი, უპირველეს ყოვლისა, რომ არის საოკუპაციო მმართველობა. ნებისმიერ ტერიტორიაზე, სადაც არ არის ინსტიტუციები და არის საოკუპაციო მმართველობა, სტაბილურობა შეუძლებელია. ამიტომაც ვამბობთ, რომ ჩვენს და აფხაზების საერთო ინტერესშია, რომ ერთიანი საქართველოს ფარგლებში განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. მათ შორის, აფზახეთის და აფხაზეთის მოქალაქეების კეთილდღეობაც სწორედ ასე განვითარედება. 

ნებისმიერი ასეთი ნაცრისფერი ზონები, რომლებიც იქმნება საოკუპაციო რეჟიმის წყალობით, საქართველოში იქნება თუ სხვაგან, ყოველთვის არის წყარო დესტაბილიზაციის, ვინაიდან ეს არის არაფუნქციონირებადი ინსტიტუტების მქონე ტერიტორია" - ამბობს პაპუაშვილი. 

დღეს, 15 ნოემბერს, სოხუმში ოპოზიციის მომხრე მომიტინგეები ე.წ. პარლამენტთან შეიკრიბნენ, სადაც მარიონეტული რეჟიმის დეპუტატები სხდომას მართავდნენ. ხალხმა შენობასთან მდებარე ჯებირი ჩამოიღო და "პარლამენტის" ეზოში შეიჭრა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომიტინგეების ეზოში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე შენობა დატოვა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა ერიკ რშტუნიმ განაცხადა, რომ დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს საკითხის დღის წესრიგში შეტანას და სესია არ გაიმართება

კომენტარები