ევროპის თავდაცვის პოლიტიკა

აშშ-მ პოლონეთში ახალი ანტისარაკეტო თავდაცვის ბაზა გახსნა

აშშ-ს ანტისარაკეტო თავდაცვის ბაზის გახსნა პოლონეთში, 13 ნოემბერი, 2024
Getty Images

აშშ-მ პოლონეთში ახალი ანტისარაკეტო თავდაცვითი ბაზა გახსნა, რაც ქვეყანაში ამერიკის პირველი მუდმივი სამხედრო ინსტალაციაა. პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი აჩვენებს "მთელ მსოფლიოს, რომ აქ რუსეთის გავლენის სფერო აღარ არის".

გახსნის ცერემონიამდე კრემლში განაცხადეს, რომ ისინი "ევროპაში, ჩვენი საზღვრების მიმართულებით, ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის წინ წამოწევას რუსეთის სამხედრო გზით შეზღუდვის მცდელობის ნაწილად" მიიჩნევენ.

ახალი ბაზა ნაწილია იმ მასშტაბური ანტისარაკეტო ფარის, რომლის მიზანიც აშშ-სა და ევროპის ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვაა.

ბაზის აშენებაზე პირველი გეგემები 2000-იან წლებში, პრეზიდენტი ჯორჯ უოკერ ბუშის დროს გაჩნდა, რაც შემდგომში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაამტკიცა. ბაზის აშენება 2016 წელს დაიწყო.

NATO-ს Aegis-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემა საშუალო რადიუსისა და შუალედური დამიზნების რაკეტების წინააღმდეგ იქნება განკუთვნილი.

ანდჟეი დუდას გარდა ცერემონიას პოლონეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები - ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში და რადოსლავ სიკორსკი - ესწრებოდნენ, ისევე როგორც აშშ-ს საზღვაო ძალების სარდალი ევროპა-აფრიკაში, სტუარტ მუნში, და აშშ-ს ელჩი პოლონეთში მარკ ბჟეზინსკი. 

კომენტარები