14 ნოემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 59 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 21 რუსული დრონის განადგურება შეძლო.
გარდა ამისა რადიო ელექტრო შენაერთების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაიკარგა 38 უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატები კურსკის ოლქიდან ააფრინა.
საჰაერო ბრძოლა სუმის, ხარკოვის, პოლტავისა და კიევის ოლქებში მიმდინარეობდა.
იერიშის მოგერიებაში ჩართული იყო საზენიტო სარაკეტო ჯარები, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები, უკრაინის საჰაერო და შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.