გამომცემლობა The Telegraph-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეეცდებიან დაარწმუნონ აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ფრანკო-ბრიტანული Storm Shadow რაკეტების გამოყენების უფლება მიეცეს.
ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph ბრიტანეთის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ოფიციალურ ლონდონს იმედი აქვს, რომ ბაიდენი "საბოლოოდ მისცემს კიევს ნებართვას, რომლის მიღებასაც უკრაინა უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს".
"მოსალოდნელია, რომ კირ სტარმერი და ემანუელ მაკრონი ბოლო ჯერ შეეცდებიან ხელი შეუშალონ დონალდ ტრამპის მცდელობებს შეუმციროს აშშ-ს დახმარება უკრაინას".-წერს The Telegraph.
ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერები ამ თემას პარიზში 11 ნოემბერს განიხილავენ, სადაც სტარმერი პირველი მსოფლიო ომის დასრულების თარიღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე ჩამოვა.
უკვე რამდენიმე თვეა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს დასავლეთის ქვეყნებისგან რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებისთვის თანხმობის მიღებას. The Telegraph-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ზელენსკის ამ საკითხში მხარს უჭერდნენ, აშშ კი ამას ეწინააღმდეგებოდა.