არჩევნები 2024

დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია "ჩვენ ვართ ევროპა" გაიმართება

ტაბულა

დღეს, 11 ნოემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია - ჩვენ ვართ ევროპა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციური გაერთიანებები ავრცელებენ.

"დღეს ვიკრიბებით პარლამენტთან, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვუთხრათ - საქართველო ევროპაა!

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებიც საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ". - წერს კოალიცია ცვლილებისთვის.

კომენტარები