მექსიკა

მექსიკაში სროლას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 7 დაშავდა

REUTERS/Angel Merida

მექსიკის ცენტრალურ შტატ კერეტაროში ბარში სროლას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა.

შტატის გენერალური პროკურატურის ცნობით, 4 მსროლელი ბარში შეიჭრა და 7 კაცი და 3 ქალი მოკლა.

კერეტარო მექსიკაში ნაკლებად სახიფათო ადგილად მიიჩნევა, სადაც ძალადობრივი დანაშაულები, მაგალითად მკვლელობები, ნაკლებად ხშირია.

ხელისუფლების ცნობით, პოლიციამ ჯერჯერობით ერთი ადამიანი დააკავა. ადგილზე გამოძიება მიმდინარეობს და პოლიცია მანქანას იძიებს, რომელიც შემთხვევას შეიძლება უკავშირდებოდეს.

"კერეტაროს ხალხს ვუმეორებ, რომ ისინი, ვინც ამ დაუნდობელ ქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი, დაისჯებიან, გავაგრძელებთ ჩვენი საზღვრების ჩაკეტვასა და ჩვენი შტატის უსაფრთხოების უზრუნველყოფას". - წერს კერეტაროს გუბერნატორი, მაურიციო კური X-ზე.

კომენტარები