7 ნოემბერს ისრაელმა ლიბანის ქალაქ ტიროსში ჰეზბოლას საჰაერო ძალების სამეთაურო ცენტრზე იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით (IDF), ცენტრიდან ისრაელზე თავდასხმის მიზნით უშვებდნენ ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთულ თვითმფრინავებს, ასევე აქედან იმართებოდა სათვალთვალო თვითმფრინავებიც.
"ასევე ბოლო რამდენიმე საათში სამხედრო თვითმფრინავებმა ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, იარაღის საწყობებზე, გამშვებ პუნქტებსა და სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს იერიში. გარდა ამისა, საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარტყეს გამშვებ პუნქტს, საიდანაც დღეს კარმელის რაიონზე მიიტანეს იერიში" - წერს IDF X-ზე.
"ცოტა ხნის წინ, საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავენმა სამეთაურო-საკონტროლო კომპლექსს შეუტიეს, საიდანაც ჰეზბოლას საჰაერო ქვედანაყოფის (127) ტერორისტები მოქმედებდნენ" - წერს IDF.





