სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

მთივლიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს უკანონოდ დაკავების საქმეზე მიმართა – მთის ამბები

Screenshot

მთის ამბების ინფორმაციით, მთივლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეს ნომერი მიანიჭა და განმცხადებელს აცნობა, რომ საჩივარს შესაძლებლობისთანავე განიხილავს. 

გამოცემის ცნობითვე, მთის ამბები / საქართველოს ამბების რედაქტორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის დარღვევას ედავება.

"საქმე ეხება 2024 წლის 23 იანვარს ჟურნალისტის უკანონო დაკავებასა და გასამართლებას. დაზარალებულ ჟურნალისტს სამართლებრივ დახმარებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი უწევს" - წერს მთის ამბები

გელა მთივლიშვილი პოლიციამ კეკელიძის ქუჩაზე პოლიციამ ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლებისას დააკავა. მთივლიშვილი პოლიციის მხრიდან ძალადობასა და უკანონო დაკავებაზე საუბრობდა. 

კომენტარები