არჩევნები 2024

პაპუაშვილი ხუჭუაზე: 1 მოსამართლის გადაწყვეტილების საპირწონედ დგას 22 მოსამართლე

საია იყო ამ საკითხზე მომჩივანი, ხაზი უნდა გაესვას ერთ რამეს, ამ საკითხთან დაკავშირებით არცერთი საჩივარი არჩევნების დღეს არ დაწერილა და მხოლოდ მეხუთე დღეს არჩევნებიდან, როცა ყველა საბაბს მათი მხრიდან პასუხი გაეცა, ბოლოს რაც მოიფიქრეს იყო ეს საკითხი, მეხუთე დღეს და საია გახლავთ ის, რომელმა ორგანიზაციამაც გაასაჩივრა ზოგადად, ყველა უბანი ყველა საოლქო კომისიაში და შემდეგ სასამართლოში ისე, რომ რაიმე კონკრეტული დარღვევა მათ არ დაუფიქსირებიათ.

23-მა სასამართლომ თუ მოსამართლემ განიხილა ეს საჩივარი სხვადასხვა რაიონში, 22-მა ჩათვალა, რომ არ იყო ფარულობა დარღვეული და ერთმა მოსამართლემ, გუშინ, ჩათვალა, რომ ფარულობა იყო დარღვეული. ამის შემდეგ ეს 23-ვე უკვე წავა სააპელაციო სასამართლოში და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო.

ის, რომ გუშინ ერთმა მოსამართლემ ასე განმარტა ეს საკითხი ამის საპირწონედ დგას 22 მოსამართლე და 22 გადაწყვეტილება, რომელიც სხვანაირად ხედავს ამ საკითხის და სიმართლე გითხრათ, ამის უკან დგას საღი აზრი, თუ მივყვებით ამ ლოგიკას, რომ ასეთი რამ ითვლება ფარულობის დარღვევად, მაშინ გასაუქმებელია მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნები, გასაუქმებელია ლიეტუვის პარლამენტის არჩევნები და ბევრი სხვა არჩევნები.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. 

გუშინ, 4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) სარჩელი დააკმაყოფილა.

კომენტარები