რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანის თქმით, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, EU-მ უკრაინის მხარდაჭერას უნდა გადახედოს

ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, აშშ-ს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ევროპამ უკრაინაზე საკუთარი პოზიცია შესაბამისად უნდა შეცვალოს. 

"ევროპას [ომის] ტვირთის ტარება მარტოს არ შეუძლია და თუ ამერიკელები მშვიდობას აირჩევენ, მაშინ ჩვენც მოგვიწევს ადაპტირება. ეს არის ის, რასაც ბუდაპეშტში განვიხილავთ". - თქვა ორბანმა. 

7-8 ნოემბერს ბუდაპეშტში ევროპელ ლიდერთა შეხვედრა გაიმართება

ორბანმა ასევე გაიმეორა მხარდაჭერა დონალდ ტრამპისადმი და განაცხადა, რომ მისი გამარჯვება არის რაღაც, რაც "[მას] არამხოლოდ სჯერა, არამედ რიცხვებიც ამაზე მეტყველებენ". 

"ჩვენ [ევროპაში] უნდა გავიაზროთ, რომ თუ ამერიკაში მშვიდობის მომხრე პრეზიდენტი იქნება, ევროპა ომის მომხრე ვერ დარჩება". - აღნიშნა ორბანმა. 

ტრამპს აქამდე უთქვამს, რომ მას, არჩევნებში მოგების შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულება "ძალიან სწრაფად" შეუძლია, რასაც პუტინთან მის "ძალიან კარგი ურთიერთობას" უნდა ვუმადლოდეთ. ამის შესახებ ტრამპმა პირობა დადო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 27 სექტემბრის შეხვედრაზეც

მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ "აშშ-ს სათავისოდ ყველა ქვეყანა და, მათ შორის, მოკავშირეებიც იყენებენ". 

"უმეტეს შემთხვევაში, ჩვენი მოკავშირეები უარესები არიან, ვიდრე ე.წ. მტრები". - თქვა ტრამპმა. 

ცოტა ხნის წინ, ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იგი ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს 5 ნოემბრის არჩევნებში წარმატებები უსურვა

კომენტარები