იტალიაში, პოტენცის პროვინციაში ძვირადღირებული ტანსაცმლის მოპარვისთვის ძებნილი, 38 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დანაშაული მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა, ხოლო 38 წლის ქართველზე ამ დრომდე ძებნა იყო გამოცხადებული - ბრიანცის პოლიციამ ქართველი რუტინული შემოწმებისას აიყვანა.
იტალიური გამოცემა 105TV-ს ცნობით, ბრალდებულმა ათობით ძვირადღირებული, დიზაინერული ტანსაცმლის მოპარვა შეძლო.