ევროპის სახალხო პარტია (EPP), რომლის პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში ყველაზე მეტ, 188 ადგილს იკავებს, 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარტიის თანახმად, ქართველი ხალხის გვერდით დგანან და არჩევნებზე ხელისუფლების მიერ ჩადენილი დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
"ევროპის სახალხო პარტია (EPP) ქართველი ხალხის გვერდით დგას მათ ბრძოლაში იმისთვის, რომ თავისუფლად და ყველანაირი დაშინების გარეშე აირჩიონ თავიანთი ადგილი ევროპის დემოკრატიულ ერებს შორის. ბოლო არჩევნებზე ხელისუფლების მიერ ჩადენილი ყველა დარღვევა სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული". - წერს EPP.





