ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის თქმით, ჩამოაგდეს დრონი, რომელიც ეგვიპტიდან ღაზაში შეიარაღების შეტანას ცდილობდა

FADEL SENNA

ისრაელის არმიამ 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ წინა დღით დრონი ჩამოაგდეს, რომელსაც ეგვიპტის ტერიტორიიდან ისრაელში შეიარაღება შეჰქონდა.

ღაზაში მიმდინარე ომის დროს ისრაელელი მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ ჰამასის ტერორისტული დაჯგუფება ისრაელი-ეგვიპტის საზღვრის ქვეშ მდებარე გვირაბებს შეიარაღების კონტრაბანდისთვის იყენებდა.

თუმცა, თავის მხრივ ეგვიპტე ამბობს, რომ მათ ღაზისკენ მიმავალი გვირაბების ქსელი წლების წინ გაანადგურეს და რომ საზღვართან ბუფერული ზონა და სასაზღვრო სიმაგრეები შექმნეს, რომლითაც კონტრაბანდა აღკვეთა.

ისრაელის არმიამ მანამდე, ოქტომბრის თვის დასაწყისშიც, განაცხადა, რომ ეგვიპტიდან იარაღის კონტრაბანდის შეტანის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთა, როდესაც დრონი ჩამოაგდო, რომელსაც იარაღი და ტყვიები გადაჰქონდა.

კომენტარები