არჩევნები 2024

იოსელიანი: ცესკოს თანამშრომლებთან კანონსაწინააღმდეგო შეტყობინებებს რეაგირება მოყვება

ნათია იოსელიანი
ცესკო

ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია აფრთხილებს ყველას, ნებისმიერი განხორციელებული ზარი, თუ შეტყობინება, რომელიც იქნება კანონთან წინააღმდეგობაში, გადაიგზავნება შესაბამის ორგანოებში შემდგომი რეაგირებისთვის. 

"დაინტერესებული მხარეები იმეორებენ 2020 წლის პარლამენტის არჩევნების დროს გამოყენებულ ტაქტიკას საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლისთვის.

ზეწოლის ქვეშ არიან ყველა დონის საარჩევნო კომისიების, მათ შორის საზღვარგარეთის საარჩევნო უბნის წევრები. ზოგიერთი მათგანის  პირად ტელეფონებზე შედის შეურაცხმყოფელი ზარები და მუქარის შემცველი შეტყობინებები. შეურაცხყოფას, ზეწოლას, ბულინგს და სიძულვილის ენის გამოყენებას ინტენსიური ხასიათი აქვს სოციალურ ქსელშიც.

ზეწოლა ხორციელდება როგორც ინდივიდუალურად კონკრეტულ პერსონებზე, ისე უწყების ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელში.

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი კოლეგების კანონიერ უფლებებს და ამჯერადაც ვადასტურებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია რჩება თავისი სიტყვების ერთგული და აფრთხილებს ყველას, ნებისმიერი განხორციელებული ზარი, თუ შეტყობინება, რომელიც იქნება კანონთან წინააღმდეგობაში გადაიგზავნება შესაბამის ორგანოებში შემდგომი რეაგირებისთვის" - ამბობს იოსელიანი. 

კომენტარები