არჩევნები 2024

შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აჩერებს

შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აჩერებს. შესაბამისი განცხადება შვედეთის თანამშრომლობის განვითარებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ბენჟამინ დუსამ გაავრცელა.

დუსას თქმით, საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში განვითარება საგანგაშო იყო და ამას აძლიერებს საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები.

"საქართველოში მოვლენების განვითარებამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან საგანგაშო იყო. დარღვევები, რომლის შესახებაც განაცხადეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა საპარლამენტო არჩევნებზე, ცხადყოფს ამას.

ამიტომ, [შვედეთის] მთავრობა აჩერებს უშუალოდ შვედეთისა და საქართველოს ხელისუფლებების თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო სამსახურთან". - თქვა დუსამ.

კომენტარები