არჩევნები 2024

ბოკუჩავა: ყველა, ვინც არ ეგუება ქვეყნის გარუსებას, ხვალ 19:00 საათზე იდგება რუსთაველზე

სრულად ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომელიც დღეს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გააჟღერა საზოგადოების წინაშე იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინდელი ისტორიული არჩევნები მოიპარა ივანიშვილმა. ადგი ჰქონდა უპრეცედენტო და ტოტალურ გაყალბებას. შესაბამისად, ის არ აღიარებს საარჩევნო შედეგს.

ჩვენ ამგვარი განცხადება გავაკეთეთ გუშინ, ისევე, როგორც სხვა კოალიციებმა, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, მიუხედავად ტოტალური გაყალბებისა. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი, ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის მიტაცებაც ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო, ასევე ღიად აცხადებს, რომ არჩევნების მიღება ნიშნავს ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფას და იმის აღიარებას, რომ მოხდა ქვეყნის გარუსება-რუსიფიკაცია.

ასე რომ, ეს არის მნიშვნელოვანი განაცხადი. ხვალინდელი აქციისკენ მოწოდებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, რომ ყველა ადამიანი, ვინც არ ეგუება ქვეყნის გარუსებას და ვინც გუშინ რეალურად ხმა მისცა ქვეყნის ევროპულ მომავალს, ვისი ხმაც შემდეგ მიითვისა, მოიპარა და უგულებელყო ქართულმა ოცნებამ, დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ 19:00 საათზე იდგება რუსთაველზე, იდგება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ მთავარ არხთან.

კომენტარები