..მიუხედავად ძალადობისა, გაიმარჯვა ევროპამ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა! დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა ქართული ოცნება! ივანიშვილის დრო დასრულდა! დღეს ვნახეთ ჩვენ იმ ეგზიტპოლებში, რომელიც ახლა გამოქვეყნდა!
ქართველმა ხალხმა ამ ისტორიულ არჩევნებზე გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე, კოალიციურ ხელისუფლებაზე! ჩვენ ამ ნდობას, რომელიც მივიღეთ ქართველი ხალხისგან, ვეპყრობით ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, შესაბამისად, უმოკლეს დროში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად შეიყვანს ევროკავშირში.
აქვე, მინდა ხაზი გავუსვა პრეზიდენტი ზურაბიშვილის როლს - ძალიან მნიშვნელოვანია ის ქართული ქარტია, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც დღეს მიიღო ქართველი ხალხის ნდობა და ხელისუფლების მანდატი არის ამავდროულად ხელმომწერი ქართული ქარტიის. შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე უმოკლეს დროში პრეზიდენტი ზურაბიშვილის ჩართულობით შეიქმნება პროცესი ქართული ქარტიის ირგვლივ, იმისთვის, რომ დაკომპლექტდეს მთავრობა და ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს ევროპული განვითარების გზაზე.
როგორც ნახეთ, ეგიტპოლში განსხვავება არის ძალიან დიდი, ოპოზიციამ დიდი უპირატესობით მოიგო - 10%იანი უპირატესობით მოიგო ოპოზიციამ და დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო შედეგებში, რომელიც სულ რამდენიმე საათში მოვა ეს მარჟა - ეს უპირატესობა ოპოზიციისთვის კიდევ უფრო დიდი იქნება. შესაბამისად, კიდევ უფრო დიდი იქნება ჩვენი საერთო, ეროვნული, ევროპული გამარჯვება! დიდი მადლობა ყველას! უდიდესი მადლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს მივიდა და გააკეთა ევროპული არჩევანი მათი შვილებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის!





