არჩევნები 2024

"ხელები გადამიგრიხა" – გორში საარჩევნო უბანზე აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გორში, ვერხვების დასახლებაში, N14 საარჩევნო უბანზე სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების თქმით, მათ ქართული ოცნების წარმომადგენლები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აქტივისტის, თეონა ფანქველაშვილის თქმით, მას ქართული ოცნების ტიტუშკები თავს დაესხნენ, ცდილობდნენ ტელეფონის წართმევას და დამტვრევას.

"მერის წარმომადგენელი, დარეჯან შატბერაშვილი და მისი "რაზმი" მთელი დღის განმავლობაში ამ უბანთან იმყოფებოდნენ და აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდნენ ქართული ოცნების სასარგებლოდ. ჩვენ მივუთითეთ, რომ ეს იყო კანონდარღვევა, დარეჯან შატბერაშვილის რაზმში ამან გამოიწვია გაღიზიანება. ეს ბიჭი გადმოხტა მანქანიდან, ეცა ჩემს მეგობარს, ტელეფონი წაართვა, მოჰპარეს, შემდეგ ეს ბიჭი ჩემი ტელეფონის წართმევას და დამტვრევას ცდილობდა.

ფიზიკურად იყო ძალადობა, ხელები გადამიგრიხა და მთელი ძალით მიჭერდა, რომ ტელეფონი წაერთმია". - თქვა ფანქველაშვილმა.

აქტივისტების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები