არჩევნები 2024

ჩუხრუკიძე: აყალბებენ მარნეულში, ტოტალური განუკითხაობაა, ცდილობენ ფიზიკურად გამისწორდნენ

გურამ ჩუხრუკიძე
ინტერპრესნიუსი

მარნეულის 50-ე უბნის დამკვირვებელი, გურამ ჩუხრუკიძე წერს, რომ უბანზე სარეგისტრაციო აპარატები სიგნალიზაციას ძალიან დაბალ ხმაზე გამოსცემს და დამკვირვებლებს რეგისტრატორებთან ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

"აყალბებენ მარნეულში. სარეგისტრაციო აპარატებზე დიდი ალბათობით ხმები აქვთ დაწეული და სიგნალიზაციას ძალიან ხმადაბლა გამოსცემს. დამკვირვებლებს რეგისტრატორებს არ გვაკარებენ. ტოტალური განუკითხაობაა. [...]

მარნეულის 50-ე უბანზე ფიზიკურად ცდილობენ გამისწორდნენ. შემოდიან ადამიანები ბეჯის გარეშე და გარეთ გაყოლას მთხოვენ. გავიმარჯვებთ სახელოვნად! [...]

მარნეულის 50-ე უბანზე ისევ. ტელეფონში ჰქონდათ პირადობის ფოტო და ისე აძლევდნენ ხმას. აღვკვეთე, არ მივეცი უფლება. მაქვს ვიდეო მასალა. "დამკვირვებლები" მემუქრებიან რომ გამაგდებენ რამდენიმე წუთში და გარეთ ვნახავ რა მომივა. გავიმარჯვებთ სახელოვნად!" - წერს ჩუხრუკიძე Facebook-პოსტებში.

კომენტარები