ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამ არჩევნებზე უნდა მოხერხდეს პოლიტიკის კრიმინალისაგან "გასუფთავება".
"მინდა მივმართო საზოგადოებას, გამოვიდნენ არჩევნებზე. [...] ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ჩვენს სამშობლოს, ქართველ ხალხს, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც შეასრულებს უცხო ქვეყნის დავალებებს. ეს არჩევნები გამორჩეულია იმით, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი აქვს ინტერესები, რომელიც შეუძლია დაავალოს აგენტურას, თუ ჩვენ მოვახერხებთ და მათ ავირჩევთ.
[...]ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით და პოლიტიკა გავასუფთავოთ კრიმინალისგან. უნდა მოვახერხოთ, ხარისხობრივად მივიღოთ ახალი საზოგადოება, სადაც არ იქნება სიძულვილის ენა, ასეთი პოლარიზაცია" - თქვა ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ.





