არჩევნები 2024

პრეზიდენტი: საღამოს დამარცხებული არავინ არ იქნება, იმიტომ, რომ გაიმარჯვებს საქართველო

მთელ საქართველოს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არავის ამჯერად, მივეცი რას.

მე მივეცი ხმა ახალ საქართველოს, მივეცი იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში 22 წლის წინ... მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობდნენ ჩვენი წინაპირები, მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობს, დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო.

ჩვენ საღამოს ვიქნებით ყველა გამარჯვებული, დამარცხებული არავინ არ იქნება, იმიტომ, რომ გაიმარჯვებს საქართველო.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხმა უკვე მისცა.

კომენტარები