სავალუტო რეზერვებიდან $60 მილიონი დოლარი გაყიდვის მეორე დღეს ლარი ისევ გაუფასურდა - დოლართან 0.17 თეთრით, ხოლო ევროსთან - 0.83 თეთრით. 24 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7174 ლარია, ერთი ევროსი - 2.9356 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.79 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.75 ლარია, ევროსი - 2.97 ლარი.
გუშინ, 23 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან 60 მილიონი დოლარი გაყიდა, რის შემდეგაც, ლარი მცირედით გამყარდა.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან ჯამში 342 100 000 აშშ დოლარი გაყიდა. აქედან 173.4 მილიონი დოლარი მხოლოდ ოქტომბრის თვეში. ბოლო ორ კვირაში სებ-მა სამი სავალუტო აუქციონი გამართა.





