არჩევნები 2024

სარჯველაძე: მაბრაზებს განცხადებები, რომ თითქოს ხალხს ამ აქციაზე მოსვლას ვინმე აიძულებს

გასაგებია, რომ [ოპოზიციონერებს] სხვა ახსნა აღარ რჩებათ, როდესაც ამ მოცულობის აქციას ხედავენ, ამდენ ადამიანს ხედავენ, რომელიც ხელისუფლებას გულშემატკივრობს და ეს, რა თქმა უნდა, სრულიად ყოველ ნიადაგს და დასაყრდენს აცლის მათ მიერ განვითარებულ მსჯელობას, რომ თითქოს ხელისუფლებას აქვს მხარდაჭერის დეფიციტი. ყველაფერი ამის მიუხედავად, მაინც მაბრაზებს ის გარემოება, როდესაც აქ შეკრებილ საზოგადოებას, აქ შეკრებილ თითოეული ადამიანს ისინი აყენებენ შეურაცხყოფას იმით, რომ თითქოს ვინმემ დააძალა აქ ჩამოსვლა ამ ადამიანებს და თითქოს რომელიმე მათგანს აკლია გულწრფელი მოტივაცია, რომ ხელისუფლების მხარდამჭერი იყოს, რომ აფასებს იმ ღირებულებებს, რომელსაც განსაკუთრებულად უფრთხილდება ხელისუფლება და ეს არის მშვიდობა, კეთილდღეობა და ღირსება. 

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სახელისუფლებო მედიის ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს იგი ოპონენტების განცხადებებზე, რომ ამ ოცნების აქციაზე მოქალაქეები იძულებით ჩამოჰყავთ. 

კომენტარები