ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.55 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.05 თეთრით. 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7262 ლარია, ერთი ევროსი - 2.9514 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.79 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.02 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.75 ლარია, ევროსი - 2.98 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან ჯამში 282 100 000 აშშ დოლარი გაყიდა. აქედან 113.4 მილიონი დოლარი მხოლოდ ოქტომბრის თვეში.

კომენტარები