სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16 777.7 მლნ. მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7%-ით მეტია.
აქედან ექსპორტი 4 786.7 მლნ დოლარია (+4.1%), ხოლო იმპორტი - 11 991.0 მლნ დოლარი (+3.6%). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 7 204.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.9%-ია.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.1% იყო. უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასეთია - ყირგიზეთი (908.0 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (634.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (544.3 მლნ. აშშ დოლარი).





