რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსეთის ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანაზე იერიში მიიტანა

20 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР), უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებისა (ССО) და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის  (СБУ) დრონებმა რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდის რეგიონის ქალაქ ძერჟინსკში მდებარე სვერდლოვის სახელობის ქარხანაზე იერიში მიიტანეს.

 სვერდლოვის ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანა რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ნაწილია, რომელიც ევროკავშირსა და აშშ-ს აქვს დასანქცირებული.

უკრაინის საზღვრიდან ქარხანამდე მანძილი დაახლოებით 900 კმ-ს შეადგენს.

როგორც ცნობილია, ამ ქარხანაში რუსეთი აწარმოებს ასაფეთქებელ ნივთიერებებს, თვითმფრინავებს და საარტილერიო ჭურვებს, თვითმფრინავის ბომბებს, მათ შორის KAB-ებს, კუმულაციური ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების ქობინებს და საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების ქობინებს.

კომენტარები