ლარი დოლართან 0.28 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.51 თეთრით გამყარდა. 17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7171 ლარია, ერთი ევროსი - 2.9516 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.77 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.73 ლარია, ევროსი - 2.97 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან ჯამში 282 100 000 აშშ დოლარი გაყიდა. აქედან 113.4 მილიონი დოლარი მხოლოდ ოქტომბრის თვეში.





