როგორც უკრაინული ანალიტიკური სამხედრო Telegram არხი Deepstate წერს, კურსკის ოლქში რუსებმა 9 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს.
არხი პირველი სატანკო ბრიგადის მონაცემებს ეყრდნობა. შემთხვევა 10 ოქტომბერს, ზელიონი პუტის რაიონში მოხდა.
ანალიტიკური არხი წერს, რომ უკრაინელები ფრონტის ხაზისგან მოშორებით იყვნენ, მაგრამ რუს სამხედროებს გადაეყარნენ და ტყვედ ჩაბარდნენ.
"მოკლედ, კურსკში სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა. განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა იყვნენ დრონების პილოტები, რომლებიც ფრონტის ხაზისგან მოშორებით არიან". – წერია Telegram არხის მიმართვაში.
ტყვეების დახვრეტის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დაუდასტურებია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და პროკურატურას.