რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის თქმით, რუსეთის კრასნოდარის ოლქში შაჰედის დრონების საწყობზე ზუსტი იერიში მიიტანეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა შაჰედის ტიპის დრონების საწყობ ბაზაზე წარმატებული იერიში მიიტანა.

"დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო-სამხედრო ნაწილების დამრტყმელმა ჯგუფმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფებთან ერთად, რუსეთის კრასნოდარის ოლქში, ოქტიაბრსკის ქალაქის სიახლოვეს, "შაჰედის" ტიპის დრონების სასაწყობე ბაზაზე მიიტანა იერიში". - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაზაზე დაახლოებით 400 მოიერიშე დრონი ინახებოდა. განცხადების მიხედვით, დარტყმა ზუსტი იყო, რის შემდეგაც საწყობის ტერიტორიაზე მეორადი აფეთქებებიც შენიშნეს.

უკრაინის თქმით, შაჰედების სასაწყობე ბაზის აფეთქება მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსი ოკუპანტების მხრიდან უკრაინული ქალაქებისა და სოფლების მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორიზების შანსებს.

კომენტარები