ლარის კურსი

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა - 9 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.27 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.24 თეთრით გამყარდა. 9 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7257 ლარია, ერთი ევროსი - 2.9855 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.78 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.05 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.74 ლარია, ევროსი - 3.01 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან ჯამში 217 200 000 აშშ დოლარი გაყიდა. აქედან 48.5 მილიონი დოლარი გუშინ, 8 ოქტომბერს.

კომენტარები