არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება, ჩემი ხმა ევროკავშირს, 20 ოქტომბერს თბილისში მარშს, სახელად საქართველო ირჩევს ევროკავშირს, აანონსებს.
"20 ოქტომბერს თბილისში ორგანიზებას ვუწევთ მარშს - საქართველო ირჩევს ევროკავშირს, რომელზეც გეპატიჟებით აბსოლუტურად ყველას, ვისთვისაც საქართველოს ევროპული არჩევანი არის მნიშვნელოვანი.
ამ საკითხზე წერილობით მივმართავთ თბილისის მერიას, ხოლო დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით უახლოეს დღეებში". - თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ.
არჩევნები 2024
საქართველო ირჩევს ევროკავშირს – 20 ოქტომბერს თბილისში მარში გაიმართება

აქცია პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ, 2024 წლის 17 აპრილი.
ლუკა ახალაია/ტაბულა




