რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2 რაკეტა და 56 დრონი გაანადგურა

Defense of Ukraine/X

6 ოქტომბრის ღამეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2 რაკეტა და 56 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

გარდა ამისა, კიდევ 25 რუსული დრონი უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ლოკაციურად დაიკარგა. კიდევ 4 უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის საჰაერო სივრცეში რჩება.

შაჰედის ტიპის დრონები ნიკოლაევის, ოდესის, კიევის, ჩერკასის, კიროვგრადის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, ჩერნიგოვის, პოლტავის, ვინიცკის, ხმელნიცკის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირისა და ხარკოვის ოლქებში გაანადგურეს.

მთლიანობაში 6 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 90 საჰაერო თავდასხმის საშუალება გამოიყენა:

  • 2 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერ-მ;
  • 1 ფრთოსანი რაკეტა ისკანდერ-კ;
  • 1 მართვადი საავიაციო რაკეტა X-59/69;
  • 87 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი;

რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

 

კომენტარები