სომხეთი

სომხეთი აპირებს NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას – სომხეთის წარმომადგენლობა NATO-ში

Javier Colomina and Nikol Pashinyan
The Prime Minister of the Republic of Armenia

სომხეთი აპირებს გააღრმავოს NATO-სთან  თანამშრომლობა - ამის შესახებ სომხეთის წარმომადგენლობა ნატოში X-ზე წერს. 

"ვინაიდან ნატო მტკიცედ უჭერს მხარს პარტნიორი ქვეყნების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, სომხეთი აპირებს დაეყრდნოს გასული 30 წლის მიღწევებს და გააღრმავოს თანამშრომლობა ნატოსთან ერთობლივი წვრთნებითა და თავდაცვის რეფორმებით, რაც გვამზადებს მომავალი გამოწვევებისთვის" - წერია განცხადებაში. 

განცხადებას აქვეყნებს NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი სამხრეთ სამეზობლოში, ხავიერ კოლომინაც ნატოსა და სომხეთს შორის პარტნიორობის 30 წლისთავთან დაკავშირებით. 

"დღეს 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სომხეთი NATO-ს პარტნიორი გახდა. მას შემდეგ, ჩვენ ავაშენეთ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა აქტიური პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული ურთიერთთანამშრომლობის მეშვეობით. განსაკუთრებით მივესალმები სომხეთის დიდი ხნის განმავლობაში შეტანილ წვლილს ნატოს KFOR-ის მისიაში" - წერს კოლომინა X-ზე

კომენტარები