სტიქიური უბედურება ბოსნია-ჰერცეგოვინაში

ბოსნია-ჰერცეგოვინაში წყალდიდობას, სულ მცირე, 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Reuters

ბოსნია-ჰერცეგოვინას ცენტრალურ ნაწილში მომხდარ წყალდიდობას, სულ მცირე, 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, BBC ავრცელებს.

გამოცემის თქმით, სტიქიის შედეგად, ყველაზე დიდი ზიანი, ქალაქ იაბლანიცას მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

როგორც BBC წერს, წყალდიდობა ქარიშხლის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა გამოიწვია. 

კომენტარები