დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

IDF: ერაყიდან დრონებით თავდასხმას ისრაელის 2 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 24 - დაშავდა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ 3 ოქტომბერს ერაყიდან დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, 24 კი დაშავდა. დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა სერიოზულია.

დაღუპულები 19 წლის სერჟანტი დანიელ ავივ ჰაიმ სოფერი და ასევე 19 წლის კაპრალი ტალ დრორი არიან.

IDF-ის გამოძიების მიხედვით, ფეთქებადი მოწყობილობით შეიარაღებული დრონები ერაყიდან გაუშვეს, რომელთაგანაც ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო, თუმცა მეორე გოლანის მაღლობების ჩრდილოეთით ისრაელის სამხედრო ბაზაზე დაეცა.

კომენტარები