ლარი დოლართან 0.08 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.76 თეთრით გამყარდა. 3 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7335 ლარია, ერთი ევროსი - 3.0175 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.78 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.07 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.74 ლარია, ევროსი - 3.03 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.





