12 წელი გავიდა მას მერე, რაც ქართული ოცნება გვაცხოვრებს ტყუილებში. 12 წელი და არ მინდა, რომ ასე ვთქვათ, გადაგღალოთ იმიტომ, რომ ტყუილების გამეორება მე არ მინდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი ტყუილებია, მაგრამ რამოდენიმეს შეგახსენებთ: ასი ქარხანა; უფასო ფული; 5 მილიონი თითოეულ სოფელს; [...]
გურიაში, სხვათაშორის, აპირებდა მარიხუანას პლანტაციების გაშენებას, რომ არა ჩვენი უწმინდესი და ჩვენი ეკლესია, ჩვენ რა ქვეყანა ვიქნებოდით დღეს, წარმოუდგენელია.[...]
საქართველოში არის 230 მილიარდი ბრუნვა მთელი ბიზნესის, ყველაფერი, რაც კი მუშაობს, ყველაფერი! 230 მილიარდი და 230 მილიარდიდან 63 მილიარდი არის სათამაშო ბიზნესი: რულეტკა, ასე ვთქვათ, სლოტკლუბები და რა ვიცი, კაზინოები და ა.შ. ეს არის ინდუსტრია. კი, ბიზნესია, გეთანხმებით, მაგის გაჩერება არ შეიძლება, მაგრამ 63 მილიარდი... შემოსავალი იცით რამდენი აქვს ქვეყანას აქედან გამომდინარე? 230 მილიონი ლარი 63 მილიარდი ბრუნვიდან.
აი, დასაბეგრი ბაზა! აი, საიდან წამოვიღებთ ჩვენ ასე ვთქვათ, იმ თანხებს, რომელსაც ჩვენ მოვახმართ იმ საჭიროებას, რასაც პენსიონერების თანხის გაზრდა ჰქვია და პენსიის გაზრდა ჰქვია.
მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ ბიუჯეტში, ანუ მომავალი წლის ბიუჯეტში ქართულმა ოცნებამ 20 ლარის მომატება ჩადო პენსიაში. ეს არის დაცინვა.





