გამოცემა Times of Israel-ის სამხედრო კორესპონდენტის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანის მხრიდან ისრაელზე მოსალოდნელი სარაკეტო იერიში სავარაუდოდ დიდი მასშტაბის იქნება.
"ჩვენ საფრთხეს სერიოზულად ვაკვირდებით. მოსახლეობას ვთხოვთ, შიდა ფრონტის სარდლობის მითითებებს მიჰყვნენ. ირანიდან ცეცხლი შესაძლოა დიდი მასშტაბის იყოს". - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
ჰაგარის თქმით, "როდესაც განგაშის სირენების ხმა ჩაირთვება, მოგეთხოვებათ, რომ დაცულ ადგილში შეხვიდეთ და დარჩეთ იქ, სანამ სხვაგვარად არ მოგიწოდებთ".
მანამდე აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ირანი ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით იერიშისთვის ემზადება და თავდასხმა, "სულ მცირე, იმავე მასშტაბის იქნება, როგორიც მიმდინარე წლის აპრილის იყო".





