სამხრეთ კორეის სასამართლომ 2022 წელს სეულში ჰელოუინის დროს მომხდარი ტრაგედიის გამო პოლიციის სამ თანამშრომელს პატიმრობა მიუსაჯა.
2022 წელს, სეულში, ითევონის უბნის ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე ჰელოუინის აღსანიშნავად შეკრებილ ხალში ჭყლეტის შედეგად 159 ადამიანი დაიღუპა. ასამდე კი დაშავდა.
2023 წლის დასაწყისში, პოლიციის სპეციალურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ პოლიციის თანამშრომლების შეცდომების გამო ვერ მოხერხდა ადამიანთა მსხვილი ჯგუფების ეფექტური კონტროლი, რამაც ერთ-ერთ ქუჩაზე ჭყლეტა გამოიწვია.
სეულის დასავლეთის რაიონის სასამართლომ პროფესიოული უყურადღებობის ბრალდებით იონგსამის პოლიციის განყოფილების ყოფილ მეთაურს, ი იმჯეს 3 წლით, ხოლო იმავე განყოფილების ორ თანამშრომელს ორი წლით პატიმრობა მიესაჯა.
რა მოხდა ჰელოუინზე სამხრეთ კორეაში – როგორ და რატომ ხდება ჭყლეტა?





