მიხეილ სააკაშვილი

ჯაფარიძე: სააკაშვილი დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს

დღეს 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების რუსული რეჟიმი სრულიად უკანონო პატიმრობაში ამყოფებს მიხეილ სააკაშვილს. ადამიანს, რომელმაც თავი საქართველოსა და მის აღმშენებლობას მიუძღვნა - ვინც საქართველოში ევროკავშირის დროშა პირველმა აღმართა. ადამიანს, რომელმაც სრულიად უიმედოდ დარჩენილი, გულაცრუებული, საქართველოდან გადახვეწილი ადამიანები თავიანთ ქვეყანაში დააბრუნა და არა მხოლოდ დააბრუნა - მან ისინი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესშიც ჩართო.

სააკაშვილის მმართველობის დროს, საქართველო მსოფლიოს რეიტინგული, გავლენიანი და ავტორიტეტული ინსტიტუტების მიერ შედგენილი რეიტინგების სათავეებიდან არ ჩამოსულა და ჩვენი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის საამაყო და სამაგალითო იყო, როგორც ყველაზე წარმატებული რეფორმატორი ქვეყანა. დღეს მიხეილ სააკაშვილი რუსეთს, ქართული ოცნების ხელით, ოთხ კედელში ჰყავს გამომწყვდეული, მაგრამ ის დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. 

თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ კლინიკა ვივამედთან გამართულ ბრიფინგზე. დღეს, 1-ელ ოქტომბერს 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

კომენტარები