თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტაივანისთვის $567 მილიონის ოდენობის სამხედრო დახმარება დაამტკიცა.
აპრილში, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ, აშშ-ს სენატმა უკრაინის, ისრაელის, ტაივანისა და მისი მიმდებარე რეგიონის სამხედრო დახმარების პაკეტს დაუჭირა მხარი.
ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობების არქონის მიუხედავად, აშშ ტაივანის მთავარი პარტნიორია სამხედრო სფეროში.
ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.
ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დაარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.





