21 სექტემბერს, ლაიფციგში ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის აქამდე უცნობი ნაწარმოები Ganz kleine Nachtmusik პირველად შეასრულეს.
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის დღემდე უცნობი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც მან, სავარაუდოდ, მოზარდობისას დაწერა ლაიფციგის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს,
ნაწარმოების სახელწოდება კატალოგში Ganz kleine Nachtmusik არის მოცემული.
ლაიფციგის მუნიციპალური ბიბლიოთეკების განცხადების თანახმად, ნაწარმოები, რომელიც 1760-იანი წლებით თარიღდება, სიმებიანი ტრიოსთვის არის დაწერილი, შვიდი მინიატიურული მოქმედებისგან შედგება და დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში გრძელდება.
მკვლევართა თქმით, ნაპოვნი ხელნაწერი უშუალოდ მოცარტს არ ეკუთვნის, არამედ დაახლოებით 1780 წელს გადაწერილ ასლს წარმოადგენს.