მხარდაჭერა დემოკრატიული პროცესების მიმართ საქართველოში არის ორმხრივი შეთანხმების წყარო კანდიდატებს შორის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატების ან რესპუბლიკელების პოზიცია. ეს არის, როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების პოზიცია, რომლებსაც რიგ საკითხებზე აქვთ საერთო მიდგომა. მათ შორის, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე და რა თქმა უნდა, ამ პროცესებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ნება მიეცეთ ქართველებს გამოხატონ თავისუფლად საკუთარი სურვილი არჩევნებზე.
შესაბამისად, თუ მათ [ოცნებას] იმის იმედი აქვთ, რომ ერთმა კანდიდატმა გაიმარჯვოს და არა მეორემ, ნამდვილად გაუცრუვდებათ იმედები, რადგან არსებობს სრული თანხმობა საქართველოს დემოკრატიასთან დაკავშირებით, რომელიც გაგრძელდება. [...]
თუ ისინი [ოცნება] მართლა ამყარებენ იმედს იმაზე, რომ ერთი კანდიდატი გაიმარჯვებს და მეორე ვერა, მათ ნამდვილად არასწორად გაიაზრეს პოლიტიკური გარემო ვაშინგტონში.
ჩვენ არ გვაქვს ერთპარტიული მმართველობა. ჩვენ ყოველთვის ვაღწევთ გარკვეულ კონსესუსს ორ პარტიას შორის. ამიტომ იდეა, რომ მხარი დაეჭიროს ქვეყანას, რომელიც იბრძვის საკუთარი დამოუკიდებლობისათვის, რომელიც ცდილობს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და დავეხმაროთ თავისუფლად არჩეულ, პლურალისტურ, დემოკრატიულ მთავრობას, არის ისეთი რამ, რაც არის უნივერსალური, რაც სარგებლობს უნივერსალური მხარდაჭერით აშშ-ში.
თქვენ იხილეთ სენატის კომისიიდან გავრცელებული განცხადება იმასთან დაკვშირებით, რომ რესპუბლიკელი ლიდერი და მთელი პარტია მხარს უჭერს ამგვარ განცხადებას. შესაბამისად, როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები ხელს აწერენ მწვავე განცხადებებს ქართული ოცნების წინააღმდეგ. ამიტომ ქართული ოცნების იმედები აუცილებლად გაცრუვდება, თუკი ისინი გარკვეულ ცვლილებას ელიან საქართველოს დემოკრატიისადმი მხარდაჭერის ჭრილში.





